ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში () საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის სთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე.
დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.