ცესკოში „მოქალაქეების“ წევრი ივანე ნორაკიძე – „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას

მმართველი გუნდის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისთვის საარჩევნო წელი შეუსაბამო დროა და ინიცირებული ვარიანტი საარჩევნო პროცესის მდგრადობას შეუქმნის პრობლემას, – ამის შესახებ პარტია „ – მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა, ს წევრმა, ივანე ნორაკიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ცესკოში ოპოზიციური მოადგილის თანამდებობის გაუქმება შეამცირებს ოპოზიციის როლს და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესის ბალანსზე და ინკლუზიურობაზე“.
„აღნიშნული ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასეთი მასშტაბით უგულებელყოფამ, შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროკავშირის 9 დათქმიდან, ერთ-ერთი მოიცავს საარჩევნო რეფორმას ვენეციის კომისიის და ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
ცესკოში ოპოზიციური მოადგილის თანამდებობის გაუქმება შეამცირებს ოპოზიციის როლს და ჩართულობას საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესის ბალანსზე და ინკლუზიურობაზე.
პრეზიდენტისთვის მიერ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევა/წარდგენის უფლების არასათანადოდ გამოყენებამ, გზა გაუხსნა მმართველ გუნდს მისთვის ამ უფლების ჩამოსართმევად, თუმცა ფაქტია ეს ცვლილებაც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.
ზოგადად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ საარჩევნო წელს საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მდგრადობა. ასე რომ, ამ მასშტაბის ცვლილებების ახლა განხორციელება არც ამ მხრივ არის მიზანშეწონილი“,- აცხადებს ივანე ნორაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ