ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

ცესკოში ს შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა განახლდა რამდენიმე წუთში ინციდენტის შემდეგ, როცა კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა.
„ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა“, – განაცხადა ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა – სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა.
სხდომაზე დაბრუნებულმა კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეები ბულინგითა და პირად სივრცეში შეჭრით ცდილობენ რეალობის გადაფარვას და, რომ “არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”.
“სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა სკენ მიექანება”, – მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ვიდრე მას შავ სითხეს შეასხამდა.
კალანდარიშვილმა კირთაძეს სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა. კირთაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პირდაპირი ეთერი შეწყდა.
ცესკოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ არ მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნების შეჯამება, რადგან არჩევნებს ისინი გაყალბებულად თვლიან.
აქციაზე შეკრების შესახებ ოპოზიციის ნაწილმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა გამოაცხადეს.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება