ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
· „ქართული ოცნება“ – 52,97%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,21%;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,84%;
· „ძლიერი საქართველო“ – 9,03%;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 8,23%;
· „გირჩი“ – 3,23%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,53%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ