ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ ხმები 53.065%-მდე გაიზარდა

დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
· „ქართული ოცნება“ – 55,065%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,177%;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
· „ძლიერი საქართველო“ – 8,998%;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 8,228%;
· „გირჩი“ – 3,214%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,525%
· „ლეიბორისტული პარტია“ – 0,752%
აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი