ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“პარლამენტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს და პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…