ცესკოს სხდომაზე ხმაური იყო – დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც ს შედეგებს აჯამებენ, ხმაური იყო – ში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.
თავდაპირველად კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, მიკროფონი ჩაერთო, რათა განცხადება დაესრულებინა, რაზეც თავმჯდომარემ უარი უთხრა და მიზეზად რეგლამენტი დაასახელა.
კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. შენ ხარ შავი ლაქა“.
რის შემდეგაც ოპოზიციონერმა მას შავი საღებავი შეასხა.
„პირველად, როდესაც შევიკრიბეთ და არჩევნები გამოვაცხადეთ, ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცესკო-მ თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ. დღეს თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ჩვენი ქვეყანა სკენ მიექანება. დღეს თქვენ წინ გიდევთ ფარატინა ფურცელი, რომელიც რეალურად ჩვენი ამომრჩევლის ნებას არ ასახავს. სამწუხაროდ, თქვენ არ გესმით ხალხის ხმა, სამწუხაროდ, თქვენ არ გესმით სტუდენტების ხმა, რომლებიც აპროტესტებენ, რომლებიც საუბრობენ დარღვევებზე და პრობლემებზე, რომელიც თქვენი ხელით საქართველოს, მომავალ თაობას მომავალი წაართვით და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებთ. „ბატონო თავმჯდომარესაც“ ვერ გეტყოდით, „ტოჩკა რუ“ ხართ, რადგან შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი. თქვენც კარგად იცით, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ საქართველოში ყოველი მეორე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არაა, ამიტომ თქვენ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე ხართ, ვისაც შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის გადაწყვეტილება მიეღო, ჩვენი ქვეყანა წინ წაეწია და, სამწუხაროდ, უკუსვლით წაიყვანეთ“, – განაცხადა კირთაძემ.
აღნიშნული განცხადების შემდეგ კირთაძეს მიკროფონი გაუთიშეს და კალანდარიშვილმა მას უთხრა, რომ მისი განცხადება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ უკავშირდება.
„თქვენი ეს პოლიტიკური განცხადებები შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდება. რას იჭიმები აქ, ქუჩაში ხომ არ გგონია თავი? არ გასრულებინებ. რეგლამენტით გათვალისწინებული 2 წუთი ამოგეწურა. მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ. იძულებულს ნუ გამხდი, გაგაძევოთ. ნუ დამაყენებინებთ ამ საკითხს“, – მიმართა კალანდარიშვილმა.