ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას.
„გუშინ ჩვენ მივაბარეთ მიწას ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი — ადამიანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენს ეკლესიას. პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის სულიერი გაძლიერება, სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგება, ურთულეს დროს ხალხის გაერთიანება.
მისი ცხოვრება იყო მაგალითი — რწმენის, მოთმინების, თავმდაბლობისა და უსაზღვრო სიყვარულის. ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ თითოეული ჩვენგანის მფარველი და გულშემატკივარი.
დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მის მიერ ნათქვამი სიტყვები კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს შორის და იქცევა გზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მინდა მივუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას, საეკლესიო დასს და ყველა იმ ადამიანს, ვისშიც მისმა გარდაცვალებამ მწუხარება და ტკივილი გამოიწვია,“ – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს