ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, საარჩევნო რეგისტრაცია 3-მა პარტიამ გააუქმა – 24 პარტიიდან კი საარჩევნო სია 6-მა წარადგინა, საიდანაც ერთის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.
მისივე თქმით, პარტიებმა – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეები“ რეგისტრაცია თავად გაიუქმეს.
„დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრულდება პარტიული სიების წარდგენა, 3-მა პარტიამ მოგვმართა და მათი საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა. დარჩენილია 24 პარტია, საიდანაც 6-მა სია შემოიტანა და მოგვმართა. დღეს 18:00 საათამდე არის ბოლო ვადა, რომ სია შემოიტანონ. შემოტანილი 6 პარტიული სიიდან, ჯერ მხოლოდ 1-ია რეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგისტრაციის პროცესშია.
ამასთან, საჯარო თანამდებობის პირების, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, გადადგომის ბოლო ვადა 28 სექტემბერსაა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.