ცესკოს რეგისტრაციისთვის 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო 19 რეგისტრაციის პროცედურებს გადის. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია.
ცესკოს განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ შემდეგი პარტიები:
· „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
· „ლელო საქართველოსთვის“
· „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ — „გირჩი“
· „ — მოქალაქეები“
· „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“
· „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
· „ — სტრატეგია აღმაშენებელი“
· „კანონი და სამართალი“
· „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
· „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
· „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
· „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
· „პროგრესი და თავისუფლება“
აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, 30 აგვისტომდე.