ს პრესსპიკერი – ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს – გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით დაწერილი არ არის

ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს – გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით დაწერილი არ არის, – ამის შესახებ ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებას, რომ „სამგორში, ორ უბანზე, ამომრჩეველზე ორი ბიულეტენი გაიცა“.
მისივე თქმით, შესაძლოა, იყოს გადაცდომა და ამომრჩეველზე 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ამაზე რეაგირებას მოახდენენ და ახსნა-განმარტებები დაიწერება.
„მე მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, რომ ხმის მთვლელი პარტია ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს. შესაძლოა, იყოს გადაცდომა, 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით, დაიწერება ახსნა-განმარტებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ხმის მთვლელ აპარატს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს. გასაკვირია ის, რომ საუბრობენ ბევრს, მაგრამ საარჩევნო უბნებზე საჩივრები ჯერჯერობით არ არის. არც ერთ ოლქში, არც ერთ საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერილი არ არის. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაწერონ საჩივრები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გვაქვს ვალდებულება, დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება საჩივრებზე და აღმოვფხვრათ უბანზე არსებული გადაცდომები“, – განაცხადა იოსელიანმა.