ცესკოს პრესსპიკერი – სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ეს მონაცემები გადმოგზავნილი არ არის

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ეს მონაცემები გადმოგზავნილი არ არის, – ამის შესახებ ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ზოგან ახლაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ზოგან არც კი დაწყებულა. შესაბამისად, როგორც კი ექნებათ მონაცემები, ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება
„სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცალკეულ შემთხვევებში შემაჯამებელი ოქმის ფოტოვერსიები, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ეს მონაცემები გადმოგზავნილი არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საათობრივი ველი არსებობს. მაგალითად, ზოგან ახლაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ზოგან კი არც კი დაწყებულა. შესაბამისად, როგორც კი გვექნება მონაცემები, რა თქმა უნდა, ჩვენს ვებ-გვერზე გამოქვეყნდება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.