ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები მოითხოვენ დაინიშნოს ცესკოს სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ხუთმა ოპოზიციონერმა წევრმა ერთიბლივად გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი .
„ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, – განაცხადა წევრმა გიორგი სიორიძემ, რომელიც პარტია „ძლიერ საქართველოს“ წარმოადგენს.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი , რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს.