ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა სთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის შესახებ.
მ დღეს მიიღო სამართლებრივი აქტები, რომლებიც მნიშვნელოვნად უმარტივებს პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს. კერძოდ, პოლიტიკურ გაერთიანებებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიული სიები წარადგინონ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით. ამავდროულად, ამგვარი ფორმის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება დოკუმენტაციის ერთ ეგზემპლარად წარდგენა. ასევე მარტივდება მატერიალური ფორმით დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურაც. ასევე, თუკი პარტიულ სიაში იქ არსებული კანდიდატების რაოდენობა ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმუმს იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა პირადი განცხადების საფუძველზე გაიუქმეს რეგისტრაცია, აღნიშნული არ იქნება სიის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად ამგვარ ცვლილებას გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ არ გაუქმდეს რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანებების პარტიული სია“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.
მიღებული დადგენილების თანახმად, თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას – ცესკოში) წარდგენილ პარტიულ სიას, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს 2 ფოტოსურათი და სააღრიცხვო ბარათი 2 ეგზემპლარად. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნებისას აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი/ასლი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამასთან, დღესვე ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; არცერთ საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; გაუქმდა პარტიის მიერ ყველა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარტიული სიის, მერობის კანდიდატის ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაცია.
ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოში, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც რეგისტრაციაში გატარდა მის მიერ წარდგენილი პარტიული სია, მერობის კანდიდატი ანდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და მათი რეგისტრაცია არ გაუქმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე