“ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას” – “ჩემი ხმა”

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა”, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “ს დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას”, შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ის 2000-მდე ადამიანს აერთიანებდა.
როგორც 26 ოქტომბერს, გვიან ღამით, განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ, “არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო”.
კოალიციის განცხადებით, ჩამოთვლილ დარღვევებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი:
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქარელის, ს, თელავის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, გორის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარნეულის, ქობულეთის, საგარეჯოს, ახალციხის, კასპის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
· ვერიფიკაციის პროცესის მართებულობისა და რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა – გურჯაანის, სიღნაღის, რუსთავის, გარდაბნის, სამტრედიის, ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ისნის, სენაკის საარჩევნო ოლქებში;
· ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსება – გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, რუსთავის, ბათუმის, სენაკის, ლაგოდეხის, თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მესტიის, ახალციხის, ასპინძის, გორის, ქარელის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
· სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემა – მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, სამგორის საარჩევნო ოლქებში;
· ფიზიკური ძალადობა – მარნეულის, გლდანის, ისნის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში;
· ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი – ხარაგაულის, ჭიათურის, ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გორის საარჩევნო ოლქებში;
· გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება – ვაკის, საბურთალოს, სამგორის, ოზურგეთის, რუსთავის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში;
· მარკირების დაუცველობა – გლდანის, ისნის, სამგორის, მარნეულის, კასპის, გორის, ზუგდიდის, მარნეულის, ბათუმის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში;
· აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან – გორის, მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, გარდაბნის, ქუთაისის საარჩევნო ოლქებში;
· დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა და მათი გაძევება – მარნეულის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში;
კოალიციამ 26 ოქტომბრის კენჭისყრის დასასრულისთვის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერა 244 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში შეიტანა183 შენიშვნა.
მ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, პარტიების ხმები ასე განაწილდა:
· „ქართული ოცნება“ – 52,97%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,21%;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,84%;
· „ძლიერი საქართველო“ – 9,03%;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 8,23%;
· „გირჩი“ – 3,23%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,53%.
3 111 საარჩევნო უბნიდან ელექტრონულად დათვლილია 2 201 უბანი.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ბრიფინგი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არ აპირებენ “მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას”.
“კოალიცია ცვლილებებისთვის”, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ასევე არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებას და არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს.