ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ცესკოს თავმჯდომარისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა, დარბაზიდან ხმაური ისმის.
სავარაუდოდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ს წარმომადგენლებს ცესკო-ში საჯარო მოხელეების ნათესავების ნეიტრალურ წევრებად დანიშვნასთან დაკავშირებით ედავება.
ცოტა ხნის წინ შეხვედრა დატოვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხმაური სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია. ხაბეიშვილის თქმით, ამაზე ცესკოს თავმჯდომარის პასუხია, რომ „კიდევ ასე იქნება“.
„ასობით ფაქტი მოვუყვანეთ ოლქში როგორ არიან ნეპოტიზმით მოხვედრილი, კორუფციით და ვუთხარით, რომ სანდოობის პრობლემაა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ