ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის ს, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი.
Previous: თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა ჰპოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

უკვე 225 დღეზე მეტია გრძელდება ოპოზიციის „უწყვეტი პროტესტი” და ამ „პროტესტის უწყვეტობის“ ყოველი ახალი დღე სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების ობიექტურობას და მართლზომიერებას ადასტურებს