ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსული კანონის შეფასება მის უფლებამოსილებას სცდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის შეფასება ს უფლებამოსილებას სცდება.
მისი თქმით, “ალოგიკურია”, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები სხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელებმა შეაფასონ.
“შეგახსნებეთ ჩვენი უწყების უფლებამოსილების ფარგლებს. ამ უფლებამოსილების ფარგლებიდან, მათ შორის, ისეთი კანონის შეფასება, რომელიც ცესკოს დაკომპლექტებას უკავშირდებოდა, ჩვენ ამ საკითხზეც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, იმიტომ, რომ კანონმდებლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელებმა გააკეთონ შეფასებები, ჩემი აზრით, არალოგიკურია, როგორც მინიმუმ”, – ამბობს კალანდარიშვილი.
***
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს -მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.