ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი, ელენე აბაშიძე მოინახულა

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი, ელენე აბაშიძე მოინახულა
ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლები სტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას.
„ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა ისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ თაობის წარმომადგენლის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ