სა და ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა

ცესკოსა და ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა
სა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე შეხვდნენ.
თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა სა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეების შესახებ.
ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა სთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ინფორმირებული ახალგაზრდები უკეთ აცნობიერებენ არა მხოლოდ საკუთარი ხმის, არამედ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობასაც, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარნეულის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
მარნეულის სასწავლო ცენტრში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე.
ასევე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე.
შეხვედრას ფასილიტაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, მარნეულის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ბუწურაძე უწევდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან