ცესკომ 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა – გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს ჩასატარებელი ღონისძიებები.
კონკრეტულად კი, საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება.
წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. ს მოდერნიზების პროცესში 2024 წლის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უპასუხოს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევასრულოთ სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები და უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება”, – აღნიშნა ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ