“ცესკომ უნდა უზრუნველჰყოთ, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი” – აშშ–ის ელჩი

აშშ-ს ელჩმა პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა და თქვა:
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო, განმეხილა ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებები და მხარი დამეჭირა. ასე რომ, ძალიან მნიშნელოვანი წელი გაქვთ. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს და ვისაუბრეთ, რომ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი , აგრეთვე, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ყველა თქვეგანი: პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება, განსაკუთრებით კი ცესკო, რომ უზრუნველყოთ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი და მთლიანად პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, – განაცხადა დანიგანმა.
პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც აშშ-ს ელჩი სიტყვით გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს ამ ფორმატში ამერიკელი დიპლომატის და დეპუტატების პირველი შეხვედრა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება