მ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ () ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან ს ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა სთვის სამზადისზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში ვრცელდება და ამასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიასა და რეაგირებაზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ მაღალი იყო ინტერესი სტუდენტების მხრიდან. დეტალურად განვიხილეთ, როგორც გასული წლის არჩევნები, ასევე ის ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია და გვქონდა საინტერესო მიმოხილვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ცნობიერების ამაღლების ჭრილში, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიების ნაწილში გვექნება ხშირი შეხვედრები ახალგაზრდებთან, რათა ერთის მხრივ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამით გავზარდოთ მათი მოტივაცია სხვადასხვა საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით.“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ იოვაძემ მიაწოდა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამუშაო სივრცეებიც დაათვალიერეს, უწყების მუშაობის სპეციფიკა მათ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე და საარჩევნო პროცესებისადმი ინტერესის გაღვივებას.
Previous: ვინ დაიწყო ომი, ამას გამოძიება არ სჭირდება, ამას პასუხი გასცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და შესაბამის დასკვნას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, როგორც ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ან ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ დაიწყო ომი

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა