“ცესკომ არჩევნების წინა დღეს მარკერები ჩაანაცვლა” – დეტალები

საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება – ამ წუთებში სასამართლო საიას და ოპოზიციის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომელიც სოგან მარკერის ჩაბარების ხელშეკრულების წარდგენას ეხება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გაწერილი მარკერის ტიპი განსხვავდება იმ მარკერისგან, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე დახვდათ. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, მარკერი ბრენდირებული არ იყო. არადა, სასწავლო კურსის დროს ცესკოს წარმომადგენლებს სასწავლო ცენტრებში “სმარტმატიკის” ბრენდის მარკერები მიჰქონდათ.
“ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ს შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები, – თქვა “ერთობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
მარკერის ტიპის შეცვლაზე ამახვილებს ყურადღებას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაიაც.
დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრებთ ყველაფერზე. აუდიტის დასკვნებზე, „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების სტანდარტების დარღვევაზე მარკერებთან დაკავშირებით, რომელიც „სმარტმატიკის“ ბრენდირებით უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არჩევნების დღეს სხვა სტანდარტის მარკერი იყო, რომელიც ტოვებდა ლაქას მეორე მხარეს. მოწმეების დაკითხვასთან დაკავშრებით, რომლებმაც განსხვავებული აზრი დაწერეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, ექსპერტებთან დაკავშირებით, რომლებიც დაასაბუთებენ იმას, რომ ვერიფიკაციის აპარატები, ტექნიკა არ იყო იმ სტანდარტის, როგორიც უნდა ყოფილიყო. კომპლექსურად, სხვა დარღვევებთან ერთად, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, – ამბობს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სარჩელებს განიხილავს.
მოსამართლემ უარი უკვე ორ შუამდგომლობაზე თქვა. საქმე ეხება “ძლიერი საქართველოს” შუამდგომლობას, რომელიც ცესკოს დადგენილების არაკანონიერად ცნობას ითხოვდა და რომელიც ბიულეტენის ზომას და ჩარჩო კონვერტს ეხებოდა.
მოსამართლე ივერი აბაშიძემ არც საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც მათი საქმის ცალკე საქმედ გამოყოფას ეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დავა განსხვავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა