ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ცესკომ ს შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
სხდომის პარალელურად ს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ.
“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, დასრულებულია საარჩევნო პერიოდი”, – თქვა კალანდარიშვილმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრის, დავით კირთაძის სიტყვით გამოსვლას კი დაპირისპირება მოჰყვა. კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.
თითქმის 20-იანის შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა.