ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მადლობის სიგელი გადაეცა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას () 2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. ჯილდო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს პირადად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადასცა. სიგელი ადასტურებს ორ უწყებას შორის წარმატებულ პარტნიორობასა და კოორდინირებულ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანი იყო აღწერის პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.
ცესკოს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცათ, რომელიც საქსტატის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე