ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა -ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა -ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან.
ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.
მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს.
მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?