ცენტრალურ რუსეთში საწვავის ავზზე ხანძარი ჩააქრეს, რუსეთიდან დრონებით მორიგ თავდასხმებზე იუწყება

მეხანძრეებმა 4 ოქტომბერს, რუსეთის ურალის მთებში მდებარე საწვავის საცავში მასშტაბური ხანძარი ჩააქრეს. უკრაინისა საზღვართან მდებარე რაიონებში კი, დრონებით დარტყმის რამდენიმე სერიამ, კიდევ ერთ საწვავის საცავზე მცირე ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ იძიებს პერმის რეგიონში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ის ურალის მთებში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ხაზიდან, 1500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ მოვლენებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ, ღამის განმავლობაში, უკრაინის 18 დრონი ჩამოაგდო. მათ შორის, ექვსი ბელგოროდის რეგიონში, ერთი როსტოვის რეგიონში და ხუთი აზოვის ზღვაზე.
ვორნეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ უკრაინის რამდენიმე დრონი გაანადგურა და არავინ დაშავებულა. მისი თქმით, მეხანძრეებმა საწყობში, საწვავის ავზში ხანძარი ჩააქრეს.
თავის მხრივ, უკრაინამ განაცხადა, რომ მის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, 19 დრონით დაესხა თავს. საჰაერო ძალების განცხადებით, მათ რუსეთის 9 დრონი ჩამოაგდეს, 7 სავარაუდოდ ელექტრონული ჩარევით დაზიანდა, დანარჩენი სამი დრონის შესახებ, განცხადებაში საუბარი არ არის.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განახადა, რომ დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. მისივე თქმით, ხანძარი მყისიერად ჩააქრეს.
რუსეთის თავდასხმამ ასევე დააზიანა ბიზნეს ადმინისტრაციული შენობა კიროვოგრადის ცენტრალურ რეგიონში, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, თქვა გუბერნატორმა ანდრეი რაიკოვიჩმა.
ხერსონის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინშის განცხადებით, იქ რუსეთმა დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და 35 კერძო საცხოვრებელ სახლზე განახორციელა. მისივე თქმით, შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ