ცენტრალურ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით სამი ან ოთხი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.