ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ () დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს
პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის ს საბოლოო შედეგები შეაჯამა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3მილიონ 508 294.
არჩევნებში მონაწილეობა 2 მილიონ 111 ათას 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო
კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
ესენი არიან:
ქართული ოცნება;
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა;
ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
გახარია საქართველოსთვის.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად ახლადარჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე
ჩატარება.
არჩევნები რომ კარგად ადმინისტრირებული იყო, დასტურდება სხვადასხვა
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული
ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე
დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა
დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა
თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობით 26
ოქტომბრის არჩევნებზე პირველად გამოიყენა ასეთი ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები და სწორედ ამან მისცა ადმინისტრაციას საშუალება, კენჭისყრის
დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წარედგინა წინასწარი პირველადი შედეგები.
არჩევნების დღემ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა
დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და პროცესის დაგეგმარება/ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. აპარატებმა იმუშავეს გამართულად და ამომრჩეველიც ადვილად ადაპტირდა ახალ ტექნოლოგიებთან.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, არჩევნებში
მონაწილე 2 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ
დამკვირვებლებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ისტორიული არჩევნები, რომელზეც ამომრჩევლის 90% სარგებლობდა ტექნოლოგიების გამოყენებით, შედგა და ყველა წინასწარი დასკვნით თუ მონაცემით, ტექნოლოგიური არჩევნების მართვა
განხორციელდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით.
შესაბამისად, საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები დამკვიდრდა. შემაჯამებელი ოქმი შედგა, ხელმოწერილია და შესაბამისად, არჩევნები დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტაცია გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად“, – განაცხადა ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას