ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის () წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის სთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს. კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
Previous: ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები