ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ს იურიდული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია რომლის მთავარი თემა „სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობა – პრაქტიკული ასპექტები“ იყო ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიული ს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მომხსენებლებმა სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობაზე, საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე, არჩევნებში ჩართული მხარეების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, ამომრჩეველთა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კარგი პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების განმავლობაში გიორგი შარაბიძემ და გიორგი სანტურიანმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2025 წლის სთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრეს.
საერთაშორისო კონფერენცია 15-16 აპრილს, ვილნიუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა