ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „არჩევნების გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“.
ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ინფორმირებული იყოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.
„ცესკოს ოპოზიციონერი წევრების სურვილი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს შევხვედროდით, როგორც ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუტს ამ ქვეყანაში. 26 ოქტომბრის არის მიტაცებული და ფარულობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, არალეგიტიმურია. ამის შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?