ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მარში გაიმართება, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს. მათი თქმით, მომავალი აქციის ადგილისა და დროის შესახებ საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს. მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს. აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა, კერძოდ, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„ხმის ქურდებს სიმშვიდე დავურღვიეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ამ ქვეყანაში დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ მშვიდად ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებენ, რამდენი პოლიციაც არ უნდა გამოიყვანონ. სირცხვილი პოლიციას, თქვენც გაგათავისუფლებთ ქვეყანასთან ერთად. ეს შავი კვამლი, ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც არის დღეს საქართველოს დაპატრონებული, წარსულს ჩაბარდება“, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აქციის დასასრულს.
დღევანდელი შეკრების მონაწილეები 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რის გამოც თავდაპირველად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათ აღნიშნეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჯერ ჭიშკარი ჩაუკეტეს, შემდეგ კი შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე განცხადება შეეტანათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“