ერთი თვის განმავლობაში, ცენტრალური აზიის ბანკების მხრიდან რუსული კომპანიებისათვის ფულად ანგარიშსწორებაზე უარის შემთხვევები 30%-მდე გაიზარდა. ასეთ ცნობას მულტიმედიური ჰოლდინგი „ერბეკა“ ავრცელებს, რამდენიმე ლოგისტიკური კომპანიის საიტებზე დაყრდნობით.
ფულის გადახდის ვადა ორ კვირამდე (დაახლოებით 15%-ით) გაიზარდა. პრობლემები შეეხო ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბანკებს. რუსული კომპანიებისგან ბანკებმა დაიწყეს უფრო მეტი მონაცემების მოთხოვნა. როგორც კომპანია „პეკის“ (ПЭК) ფინანსურმა დირექტორმა რომან რომაშევსკიმ განუცხადა „ერბეკას“, ეს მოთხოვნა შეეხება ინფორმაციებს დამფუძნებლების, კლიენტების, გარიგებებისა და სახსრების მიღების წყაროების შესახებ.
ვრცლად რადიო თავისუფლება