“ცემისგან მხედველობა დამაკლდა” – კიდევ ერთი სასტიკი ისტორია და მოსამართლე ბრალმდებლის როლში

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩუტკერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აქტივისტს, რომელსაც სპეცრაზმის სასტიკად ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, მოსამართლე ლელა მილდენბერგერს პროცესზე იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე უყვება, რაც მის მიმართ განხორციელდა, თუმცა სანქცირებული მოსამართლე, ჩუტკერაშვილს ყოველ ჯერზე აჩუმებს, ეუბნება, რომ სხდომაზე პოლიციელების მხირდან ჩადენილი დანაშაული არ განიხილება.
“მე ძირითადად ზურგის და თავის არესი მქონდა დაზიანება. ოქმში ჩაწერილი იყო, რომ, ნაკაწრები მქონდა, არადა მძიმე დაზიანებები აღმენიშნებოდა, რის გამოც მხედველობის 20 %-იც კი დამაკლდა. ხულიგნობას და უმისამართო გინებას მედავებიან, რომელიც საერთოდ არ ყოფილა. ეს ყველაფერი ადამიანებსი დაშინებას ემსახურება”, – ამბობს გიორგი ჩუტკერაშვილი.
ჩუტკერაშვილი იმდენად იყო ნაცემი, რომ მისი სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
საქალაქო სასამართლოში პროტესტის ფონზე ათობით ნაცემი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ისინი მძიმე დაზიანებებით მოდიან სასამართლოში და ყვებიან იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე, რასაც მათზე ნიღბიანები ახორციელებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა