ცეკვა, როგორც ცხოვრების წესი | აშშ-ის სპორტული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე, ქეთევან ზაზანაშვილი – გვანცა სუთიძის რუბრიკა

საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების დადებითი მხარეები – დღეს ახალგაზრდა გოგოზე გიამბობთ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ნერგავდა ადაპტირებულ ცეკვებს, შშმ პირებზე მორგებულ სპორტულ აქტოვობებს და ზოგადად ცეკვას, როგორც მენტალური თერაპიის ინსტრუმენტს.
ქეთევან ზაზანაშვილი რამდენიმე წლის წინ ამერიკაში სპორტული საგანმანათლებლო პროგრამით მოხვდა, საიდანაც ახალი იდეებით და კიდევ უფრო დიდი შემართებით დაბრუნდა. და ახლა არა მხოლოდ თავის სამშობლოში ნერგავს ამ ახალ იდეებს, არამედ უკვე პირიქით – ამერიკელებსაც სთავაზობს სიახლეებს და პროგრამებს, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება.
ავტორი: გვანცა სუთიძე