ცდილობდნენ თუ არა “ოცნების” წევრები გაბიტაშვილთან გარიგებაში შესვლას? – ირაკლი ზარქუას კომენტარი

“ქართული ოცნების” სკანდალი აბუ-დაბიში – ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” მოწყობილი მხილების სერიის შემდეგ, ირაკლი ზარქუა პირველ კომენტარს აკეთებს.
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ცდილობდნენ თუ არა “ქართული ოცნების” წევრები ლაშა გაბიტაშვილთან გარიგებაში შესვლას თავისუფლების სანაცვლოდ, ირაკლი ზარქუა პასუხობს, რომ ეს “ტყუილია”.
მე ამ თემაზე ვილაპარაკე, ამოვწურე. ჭორაობისთვის კიდევ მიიწვიეთ. დროს მაკარგვინებთ. ტყუილია და დროს მაკარგვინებთ”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს “მონები” და “რუსები” ეძახა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება