ცდილობდნენ თუ არა “ოცნების” წევრები გაბიტაშვილთან გარიგებაში შესვლას? – ირაკლი ზარქუას კომენტარი

“ქართული ოცნების” სკანდალი აბუ-დაბიში – ლაშა გაბიტაშვილის მიერ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” მოწყობილი მხილების სერიის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს.
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ცდილობდნენ თუ არა “ქართული ოცნების” წევრები ლაშა გაბიტაშვილთან გარიგებაში შესვლას თავისუფლების სანაცვლოდ, ირაკლი ზარქუა პასუხობს, რომ ეს “ტყუილია”.
მე ამ თემაზე ვილაპარაკე, ამოვწურე. ჭორაობისთვის კიდევ მიიწვიეთ. დროს მაკარგვინებთ. ტყუილია და დროს მაკარგვინებთ”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს “მონები” და “რუსები” ეძახა.