ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ X-ზე წერს.
“დღეს ტალინში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან. აღვნიშნე, რომ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით, როგორ ასუსტებს „ქართული ოცნება“ დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ ძალებს და მომავალშიც დაგიდგებათ გვერდით”, – წერს ცაჰკნა.
