“ცახალი” უკვე ღაზის სექტორში მდებარე ყველაზე დიდ საავადმყოფოს აკონტროლებს – რა ხდება ახლა პალესტინურ ანკლავში და რისკენ მოუწოდებს ისრაელს გაერო

ალ-შიფაში, ოპერაციის შესახებ მედიაში პირველი ცნობები დილის 05:00 საათისთვის გავრცელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, პირველი წინააღმდეგობა დანაღმული ტერიტორია და ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე ჯგუფის მხრიდან გახსნილი ინტენსიური ცეცხლი იყო.
ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან, მაგრამ კონკრეტულად, რამდენ პირზეა საუბარი, ისრაელის თავდაცვის ძალებში არ დაუკონკრეტებიათ.
დაზარალებულების შესახებ ალ-შიფას მედპერსონალს არაფერი უთქვამს. “ცახალის” ინფორმაციით კი, ოპერაციის შედეგად სამოქალაქო პირები არ დაშავებულან. მთავარი ამოცანა ტერიტორიაზე დღენაკლული ბავშვებისთვის ინკუბატორების, საწვავის და მედიკამენტების შეტანა იყო. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა ისრაელის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ-შიფას ტერიტორიაზე, რომელიც 45 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი ოპერაცია გრძელდება ამ წუთებშიც. “ცახალი” კომპლექსში “ჰამასის” თავშესაფარს და იარაღის საწყობს ეძებს. ფაქტს ტერორისტული ორგანიზაცია მალევე გამოეხმაურა.
საავადმყოფოს ტერიტორიიდან ტერორისტულ თავდასხმებზე ისრაელის არმია რამდენიმე დღის განმავლობაში იუწყებოდა, რასაც, “ცახალის” მხრიდან კომპლექსის ალყაში მოქცევა მოჰყვა. კლინიკა სრულყოფილად უკვე მეოთხე დღეა ვერ ფუნქციონირებს. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 2500-მდე ადამიანი რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალების შეთავაზებას ზონის დატოვებასთან დაკავშირებით, მედპერსონალი ამ დრომდე უარით პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი