,, ცალი კალოშით” მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით…” – ნინო წილოსანი

,,ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:
,,სასურსათო პროდუქციის, საწვავის და მედიკამენტების ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო
უკვე დადასტურებულად ბოლშევიკმა „ნაცებმა“ პოსტი პოსტზე გამოაცხვეს – კომისიის წევრების შემადგენლობაში მილიონერი დეპუტატები არიანო. ვინმეს გახსენდებათ იდეოლოგია გარდა ბოლშევიზმისა, რომელიც სიმდიდრეს ებრძოდა?!
“ცალი კალოშით” მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს. დასავლეთს, კაპიტალიზმს და ევროპულობას ამოფარებული ბოლშევიკური სლოგანები კი ძალიან კარგად ამხელს ამ აგენტურას))
დღეს კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა და ამით საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საჯარო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია