ცაგერში ძმამ ძმა მოკლა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცაგერში დააკავეს 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ს, რომელსაც ძმის მკვლელობას ედავებიან.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმას, 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს, ნაჯახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მალევე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნაჯახი, ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.