ცაგერში „ორბელი ჰესის“ მშენებლობისთვის სახელმწიფომ „ელ თი ემ გრუპს“ უძრავი ქონება მიჰყიდა

ცაგერში „ორბელი ჰესის“ მშენებლობისთვის სახელმწიფომ შპს „ელ თი ემ გრუპს“ უძრავი ქონება 224 900 ლარად მიჰყიდა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 17 სექტემბერს გამოსცა. საუბარია 1406 მ ხაზოვან ნაგებობაზე (მილსადენზე) და 702 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
საპრივატიზაციო პირობად განისაზღვრა თანხის ერთი თვის ვადაში გადახდა და მთავრობასა და კომპანიას შორის 2022 წლის 17 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურის – „ორბელი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება.
გარდა ამისა, განკარგულების თანახმად სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, რომ შპს „ელ თი ემ გრუპს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 1200 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთები.
ვრცლად BMG – ზე

ასევე დაგაინტერესებთ