ცაგარეიშვილი: ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენი საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებას წაადგება

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის თქმით, ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა საქართველოს საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
-ს შემდეგ, სიმძლავრით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია. ამიტომ, ამგვარ, ასეთ ამბიციურ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა ჩვენი საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებას მხოლოდ წაადგება. ამაში ღრმად დარწმუნებული ვართ. ამიტომაც მიმდინარეობს ჩინეთთან ამგვარი ინტენსიური ურთიერთობა”. – ამბობს ცაგარეიშვილი.
15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”.
27 ივლისს პრემიერი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა.
27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.