ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე – “დილას” ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

ეროვნული ლიგის ბინადარი “დილა” მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდა.
ოდესური გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა, ფეხბურთელების დასაცავად გუნდები კი მატჩის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
შედეგად, მეორე ტაიმის ნაცვლად, ახლო მდებარე სხვადასხვა სტადიონზე კლუბებმა შეხვედრა ერთმანეთში ითამაშეს. “დილას” აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
შენიშვნა: მთავარ ფოტოზე გორის “დილას” გასული სეზონის შემადგენლობა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში