ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ენმ-ს დეპუტატები

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მის რეპლიკას რეაქცია მოჰყვა ანა წითლიძის მხრიდან – ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.
ინციდენტი იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. ბოკუჩავამ მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შევქმნათ ახალი სისტემური არქიტექტურა და კომუნიკაცის ინსტიტუცია, “საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი” – ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი

ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით