ჩხუბი გუნდი-გუნდზე, გაძევებული 6 მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი – მსგავსს მხოლოდ NBA-ში ნახავთ [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ჰიუსტონ როკეტსი” შინ “მაიამი ჰიტთან” 100:104 დამარცხდა.
შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ამენ ტომპსონმა და ტაილერ ჰირომ იკამათეს, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რაშიც მონაწილეობა ორივე გუნდმა მიიღო.
მსაჯებმა მოედნიდან 6 კალათბურთელი და “ტეხასელთა” მთავარი მწვრთნელი, იმე უდოკა გააძევეს.
ჩხუბში მონაწილეობის გამო: ფრედ ვანვლიტი, ამენ ტომპსონი, ჯეილენ გრინი, ბენ სალივანი, იმე უდოკა, ტერი როზიე და ტაილერ ჰირო დაისაჯნენ.
ჯერჯერობით უცნობია რა დამატებით ღონისძიებებს გაატარებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, თუმცა როგორც ESPN-ი წერს, შესაძლოა, მოთამაშეებმა ფულად ჯარიმასთან ერთად რამდენიმე მატჩიანი
დისკვალიფიკაცია მიიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში