ჩხეიძე: მოქალაქე წმინდანი თბილისის კინოფესტივალის კონკურსში არ შემოიტანეს

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში არ მოხვდა თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი მოქალაქე წმინდანი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა და დირექტორმა გაგა ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, ფილმის შემქმნელებმა თავად არ შემოიტანეს განაცხადი.
ჩხეიძის თქმით სექცია ქართულ პანორამაში 80-დე ფილმი შემოვიდა, რომლიდანაც ორგანიზატორებმა 32 სურათი დატოვეს.
მოქალაქე წმინდანი 26 ოქტომბრიდან ქართულ კინოგაქირავებაში გადის.
კარლოვი ვარის ფესტივალის მონაწილე და ბათუმის ფესტივალის გამარჯვებული სურათი 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის, ოსკარისთვის იბრძოლებს.
კონკურსში ოსკარის ნომინაციისთვის 4 ფილმი იბრძოდა:
· გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო (რეჟისორი – ლელა წიფურია);
· მოქალაქე წმინდანი (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);
· მშვენიერი ელენე (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი);
· შაშვი, შაშვი, მაყვალი (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).
ყაჯრიშვილის ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო. 2-2 ხმა შეხვდა მშვენიერ ელენეს და შაშვი, შაშვი, მაყვალს.
თინათინ ყაჯრიშვილი ერთ-ერთია იმ რეჟისორთაგან, რომელიც კინოს სფეროს წარმომადგენლების პროტესტს არ შეუერთდა და ერთ-ერთი აქციის დროს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!