ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: გავაგრძელებთ მკურნალობას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციისთვის

ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ეს შეთანხმება, – ასე აფასებს კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ეს შეთანხმება. თუმცა, მინდა აქვე ერთიც ვთქვა, მე მადლობა მინდა გადავუხადო მის კოლეგებს, იმ მაგნებინებს, ვინც მიმართვა გააკეთეს, მაგრამ მაინც, რამდენიმე ვაი ჟურნალისტის სამიზნე აღმოჩნდა კლინიკა, კერძოდ მე. რაღაცაში მე მადანაშაულებენ. ამიტომ გაკეთდა ეს მიმართვა, რომ მაქსიმალური ყოფილიყო მისი კოლეგების ჩართულობა, თანამოაზრეების. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობა. მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, ძალიან მისაღები და სასიხარულოა. ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობას კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რომელიც ვითარდება ამ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ”, – განაცხადა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.